12:24 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 15:34:06, 2162 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია სარია: ედიშერ ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის ტრუბადურია

„ედიშერ ქარჩავას ნათქვამი ავტომატურად არის  შორენა თეთრუაშვილის ნათქვამი, უხეშად რომ ვთქვათ, მას დამოუკიდებლად აზრის წარმოთქმის უფლებაც კი არ აქვს“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას სურვილი ჰქონდა პატრიარქი მოეკლა.

როგორც მღვდელმონაზონმა აღნიშნა, ედიშერ ქარჩავა, შორენა თეთრუაშვილი და მისი გარემოცვა, ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს.

მღვდელმონაზონი დარწმუნებულია, რომ მეუფე პეტრეს არავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონია.

 „საერთოდ როდესაც ადამიანები უკვე სიმართლესა და სიცრუეს შორის ზღვარს კარგავენ, მიდიან აბსურდამდე. ედიშერ  ქარჩავას  რა თქმა უნდა თითქოსდა ვხედავთ, რომ საპატრიარქოს იურისტის სახელით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში მდივანმაც კი არ იცის, მამა მიქაელ ბოტკოველმა შიგნით რაზე არის საუბარი, სინოდის წევრებმაც არ იციან და იცის ექსკლუზიურად ედიშერ ქარჩავამ ყველაფერი?! აქედან გამომდინარე ის არის ტრუბადური შორენა თეთრუაშვილის, რომელზეც არაერთგზის ითქვა, შესაბამისად ედიშერ ქარჩავას ნათქვამი ავტომატურად არის შორენა თეთრუაშვილის ნათქვამი. მას დამოუკიდებლად აზრის წარმოთქმის უფლებაც კი არ აქვს უხეშად რომ ვთქვათ, რასაც ახმოვანებს და რა ინფორმაციებსაც ფლობს აბსოლუტურად იდენტური არის შორენას გონთან ანუ შორენა თეთრუაშვილის გონებასთან. თითქოსდა  პატრიარქის სახელით საუბრობენ. პატრიარქს ამ თემის შესახებ  საერთოდ არცერთხელ კომენტარი არ გაუკეთებია  და მე ვერაფრით  ვერ დავიჯერებ, რომ  პატრიარქს ამისი სჯერა.

იციან, რომ პატრიარქი თავს იკავებს ამ ეტაპზე და პატრიარქის სახელით ლაპარაკობენ შორენა და ედიშერ ქარჩავა და მისი გარემოცვა, რითაც ყოველმხრივ სურთ დისკრედიტაცია ეკლესიის ავტორიტეტის  რაზეც არაერთგზის აღინიშნა. სხვათაშორის, დაიწყო  პირველი თემით ჯერ  თითქოს მეუფე დიმიტრიზე, მამა გიორგიზე ავტომატურად,  იყო ქონების საკითხები, ერთს მეორე მოჰყვა და ბოლოს მივდივართ იქითკენ, რომ  საზოგადოებისთვის საკვებად გადმოაგდეს თითქოს მეუფე პეტრე აპირებდა მკვლელობას. ასეთი აბსურდები უკვე პიკამდეა მისული.

ღრმად დარწმუნებული ვარ, ისე როგორც საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული, არავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონდა მეუფე პეტრეს,  პირიქით ეკლესიის დახმარება სურს.  ცოტა ხანში შეიძლება თქვან,   სინოდის წევრებზე და  ალბათ და მთელ სინოდს გამოაცხადებენ უწმინდესის მტრად“,-განაცხადა მამა ამდრიამ და  საპატრიარქოში მიმდინარე  მოვლენებს „შორენას აგონია“ უწოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics