18:46 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 15:16:16, 2621 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრემ შორენა თეთრუაშვილს „რუხი კარდინალი“, ედიშერ ქარჩავას კი „დემონი და ცილისმწამებელი“ უწოდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის შემოქმედია.

როგორც მეუფე პეტრე ცაავამ აღნიშნა, პატრიარქის მდივან რეფერენტმა მამა გიორგი მამალაძეს ციანიდის ყიდვა თვითონ დაავალა.

"ქალბატონი, რომელიც არის შემოქმედი ამ სცენარისა, ამ ე.წ. ციანიდის საქმისა, ამ სკანდალისა და თვით ავტორი ამ საქმისა, თავის დაჯგუფებასთან ერთად. რამეთუ თვით მისცა მამაოს ფული და თვით დაავალა, რომ მას დაეწყო ე.წ. ავადსახსენებლი ნივთიერების შოვნა. ეს ქალი მხოლოდ გადარჩეს და მთელი ეკლესია გაიწიროს, მთელი ეკლესიის ავტორიტეტი გაიწიროს, მათ შორის უწმინდესისაც. თეთრი შავზე ჩანს თუ ვინ არის ეკლესიის მტერი. როგორც სამოთხეში ადამი და ევა არ უნდა შესულიყვნენ გველის სახით მოსულ ეშმაკთან დიალოგში და ეს იყო შეცდომა, ასევე ნამდვილად ადამიანთან, რომელიც ესეთი ცილისწამებით გამოირჩევა. დემონი რომ გადმოთარგმნო ქართულად, ეს არის ცილისმწამებელი, ანუ ნამდვილად დემონურ ძალებთან დიალოგში და დებატებში შესვლას არ ავირჩევდი, მაგრამ ის, რომ საზოგადოება, რომელსაც ამდენად შეურაცხყოფას აყენებენ, ისედაც დაზაფრული, სოციალურ, სახელმწიფოებრივად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომელთაც ერთადერთი ნუგეში და იმედი დედა ეკლესია დარჩათ, ამდენად ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია, მსგავსი ადამიანებისა და მასში არსებული არაფორმალის სახით. ადამიანი, რომელიც გამოდის, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, ის ახმოვანებს საპატრიარქოს არაფორმალი მმართველის, ქალბატონის, პატრიარქის მდივნის ხმას", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

პეტრე ცაავამ შორენა თეთრუაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

"ღმერთმა დაიფაროს საქართველოს პატრიარქი, მსგავს მდგომარეობაში იყოს. თუ ამ დონეზე დეზინფორმირებულია ესეც ტრაგედიაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო, რომ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიის უკან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოიაზრებოდეს. ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავიხსენებ და საზოგადოების წინაშე ვამხელ ამ ცილისმწამებელს, ამ დემონს, ბოროტ ძალას და მის უკან მდგომ ქალბატონს. მან ტელევიზიაში ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან დებატებში თქვა, რომ 3 თვის მეტი მამა გიორგი არ მინახავსო საპატრიარქოშიო, არც ვიცნობდი მასო, როდესაც რაღაც ახალი აბსურდული ბრალდება, კომერციული თუ ფინანსური გარიგების მაქინაციის სახით, რომლის უკანაც თუ ვინმე შეიძლება იდგეს კორუფციულ და ფინანსურ სქემებში, ეს მხოლოდ არის ქალბატონი, რუხი კარდინალია. ვსვავ შეკითხვას, 2015 წლის დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე, მამა გიორგის როგორც ცნობილია ჩვენთვის და წმინდა სინოდისთვის, მათ შორის პატრიარქისთვის, სხდომაზე უკვე ჰქონდა რამდენიმე თვის ნამუშევარი და მომზადებული მამხილებელი წერილი, რომლითაც ის უნდა წარმდგარიყო წმინდა სინოდის წინაშე. მამა გიორგი უკვე ნამუშევარი იყო თვეების მანძილზე საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე რომლის უკანაც იყო რა თქმა უნდა ქალბატონი რუხი კარდინალი. მამა გიორგის არ მიეცა საშუალება და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მამაო არ გამოსულიყო. უკვე შექმნილი იყო საპატრიარქოში მამა გიორგის ხელმძღვანელობით, პატრიარქის დავალებით ქონების მართვის სამსახური. მამა გიორგი იყო ხელმძღვანელი. თუ არაფორმალი არ არის იურისტი, თუ მართლაც უპასუხისმგებლო და უპრინციპო არ არის, სამსახური, რომელიც პატრიარქის კურთხევით  2015 წლის შემოდგომაზე იქმნება და რომლის დირექტორადაც ინიშნება მამა გიორგი მამალაძე, არ უნდა ცოდნოდა იურისტს? რომელსაც პრეტენზია აქვს რომ მას ყველაფერი უნდა ცოდნოდა", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალები ვირჩევთ ევროპას! - თბილისში მსვლელობა დაიწყო
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics