10:47 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 15:07:22, 2443 ნახვა

სამართალი კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი: გიორგი მამალაძე სკანდალურ, ბინძურ გარიგებებში იყო ჩართული

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე სკანდალურ, ბინძურ გარიგებებში იყო ჩართული. ქარჩავას დეტალები არ დაუკონკრეტებია:

„უარესი ვიცი, რა სკანდალურ გარიგებებში იყო ჩართული, ვის რა წილი უნდა მიეღო და რა ბინძურ საქმეებში იყო ჩართული მამა გიორგი მამალაძე. მე კიარ ვიცი ეს მხოლოდ, საპატრიარქომაც იცის, ეკლესიის წევრებმა, საპატრიარქო წევრებმა კულუარულად ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც თავის თავზე იტვირთებს ამას, ამ პიროვნებებს ამხელს და იტყვის, რომ ეს გუნდი უნდა წავიდეს ეკლესიიდან“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში d დასძინა, რომ „სოსო ოხანაშვილსაც აქვს გარკვეული გარიგებები.

„ წილებშია, ეკლესიის ქონებაში ჩამჯდარი თავის მეგობართან ერთად“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ. 

ამასთან, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, ანტიპატრიაქის მოძრაობაში ჩართულია  სასულიერო აკადემიის ორი ლექტორი:

„არსებობს კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იბრძვის კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი არის ის,  ვისაც არ მოსწონს კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობა და  ემორჩილებიან მესამე ეკლესიის ინტერესებს. ესენი ლექტორები არიან. ორი ძირითადი ლექტორი, ერთია გოჩა ბარნოვი“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics