20:41 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 13:42:13, 1813 ნახვა

საზოგადოება
ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ხუთი კანდიდატი სამართლიანად არ არის შერჩეული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხუთი კანდიდატი სამართლიანად არ არის შერჩეული.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კომისიამ ძირითად ფუნქციას ვერ გაართვა თავი, რომ ძლიერი კანდიდატები ხუთეულს მიღმა არ დარჩენილიყვნენ.  

"გუშინ და გუშინ წინ, ნამდვილად გვქონდა ფართო არჩევანი რამდენიმე ძალიან ძლიერ და ძლიერ კანდიდატებს შორის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემადგენლობაში ვერ მოხვდა. გზავნილი კომისიის და სახელისუფლებო წევრების მიმართ, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ასეთია, მოსამართლეები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ზეწოლას მათ ხელისუფლება არ ახვედრებს ხუთეულში, სწორედ იმიტომ რომ ასეთები არიან და ისინი, ვინც იყვნენ წლების განმავლობაში და რჩებიან მორჩილ მოსამართლეებად, მათ აძლევს შესაძლებლობას ასეთ მაღალ პოზიციაზე, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან  ხუთი კანდიდატი  შეარჩია.

ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics