05:31 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 15:58:58, 1861 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. 

მთავრობის თავმჯდომარემ იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ  26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 26 მაისი ეს ჩვენი დღეა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დღეა, ეს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართველის დღეა. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! გისურვებთ იმ ღირებულებებით ცხოვრებას, რომელიც 850 წელია ჩვენში უცვლელად ცოცხლობს და რომელსაც „ვეფხისტყაოსნის" ღირებულებები ჰქვია!", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

მემორიალთან შეკრებილებმა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს.

აქვე წარმოდგენილი იყო  ქალაქის არქივში დაცული ფოტოები, რომლებიც იუნკერების საფლავების აღმოჩენას უკავშირდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მოცეკვავეები,

სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები.

საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ საოცრებათა პარკისკენ გადაინაცვლა.  ღონისძიება გაგრძელდა ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  დღის ბოლომდე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა.

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ბათუმელმა სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსნიდან" სტროფები 8 ენაზე წაიკითხეს. გამოიფინა  სტუდენტთა ნახატები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის" გამოცემები. მწერალთა კავშირის მიმდებარედ კი „ვეფხისტყაოსნის"  აუდიო კითხვა მოეწყო.

26 მაისის ღონისძიებები აღინიშნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. 

დღის ბოლოს ანბანის კოშკთან ქართველი პოპ-ვარსკვლავების მონაწილეობით   გალა კონცერტი გაიმართება.  

ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics