19:20 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 15:17:40, 2557 ნახვა

მსოფლიო
წინა რიგში მოხვედრის მიზნით, ტრამპმა მონტენეგროს პრემიერი გვერდზე უხეშად გასწია (ვიდეო)

ნატოს ლიდერების ოფიციალურ  შეხვედრაზე, აშშ–ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინა რიგში მოხვედრის მიზნით, მონტენეგროს პრემიერი გვერდზე უხეშად გასწია.

დუსკო მარკოვიჩმა ტრამპის ჟესტის შემდეგ გაიღიმა და მის უკან დადგა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ნატოს ოფიციალური პირების შეხვედრას პირველად ესწრებოდა.

შეკითხვაზე თუ რატომ მოიქცა ასე აშშ–ის პრეზიდენტი, ტრამპის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა უპასუხა, რომ ვიდეო არ უნახავს, თუმცა ამაში ცუდია არაფერია, რადგან ქვეყნების ლიდერების განლაგება წინასწარ იყო გაწერილი.

შესაბამისად, სპაისერის განმარტებით, ტრამპს წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად უნდოდა დადგომა.

მისგან განსხვავებით, twitter-ის მომხმარებლებში, ამ ვიდეომ დიდი ყურადღება დამისახურა.

ერთ–ერთი მომხმარებელი წერს, რომ ვიდეოს საუკეთესო ნაწილია, როცა  ტრამპის პიჯაკს ისწორებს. 

ზოგიერთი მათგანი კი წერს, რომ ტრამპი ამერიკის პირველობის დამტკიცებას მსოფლიო ლიდერებისთვის ხელის კვირთა და მათ წინ დადგომით ცდილობს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა,   მონტენეგროს პრემიერმინისტრიც, მისი თმით, მან ტრამპის ქმედებებს განსაკუთრებული ყურადღება არ მიიქცია:

„ მე ყურადღება არ მიმიქცევია, უბრალოდ, ვნახე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო და გამოხმაურებები, რამაც გამამხიარულა",– განაცხადა დუსკო მარკოვიჩმა.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics