2017-05-26 15:17:38, 1507 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე სტენდი წარმოადგინა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება. „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ყველა სტენდასა და დეკორაციაში იკითხება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროც ყოველწლიურად ჩართულია საზეიმო ღონისძიებებში და განსხვავებული კონცეფციის სტენდებზე მრავალფეროვან პროდუქციას წარუდგენს მოსახლეობას. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს სტენდზე საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნატოს საპარლამენტო ასსამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის და ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების (შპს გეოპლანტი, შპს ვინივერია, შპს გემუანი, შპს მარანული, შპს ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია, შპს თელეთის ყველის სახლი, შპს ახალი მესხეთი, შპს ნატურა თი კომპანი, შპს ჯეოკონცენტრატი, შპს NUTS.GE) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების (რკ.ზირა, რკ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო, რკ. აგრო-ჯი, რკ. ნაგომარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რკ ბარალეთი 2008, ინაბოძი, ალვანი, რკ. თერჯოლის ღვინო, რკ. დარჩელის თხილი, ბაიას ღვინო) მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც ქართული ხილითა და ბოსტნეულით იყო გაფორმებული. 26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|