2017-05-26 13:26:51, 1868 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით
მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და მოქალაქეებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. „ძალიან მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობთ. საერთოდ მიყვარს როდესაც არის დღესასწაული და არ არის ჩვენს შორის განსხვავება. ყველას ერთად გვიხარია. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით და მაშინ მოხდა ეს გარდატეხა. მე ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან უხაროდა მაშინაც ეს დღე და დღესაც, როდესაც ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულები. ძალიან მიხარია, ყველას გილოცავთ ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
|
ომი უკრაინაშიზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|