02:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 13:06:49, 1691 ნახვა

საზოგადოება
ბერლინში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

24 მაისს ბერლინში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა.

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში აღინიშნა აგრეთვე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა გააცნო, აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობა და წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობით დაგვირგვინდება.

ელჩმა ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა ახლახან, საქართველოსათვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებისათვის გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, მან სტუმრებს გააცნო საქართველოში საკანონმდებლო, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში მიმდინარე რეფორმები და გერმანული მხარის წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე და აღნიშნა გერმანული კომპანიების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

მიღებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ანდრეას პეშკე, რომელმაც საქართველოს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს ღონისძიების ორგანიზებისათვის. მან ისაუბრა იმ განსაკუთრებულად წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც მხარეებს შორის ბოლო წლებში განვითარდა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით.

ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ როგორც ფედერალური სახელისუფლებო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს შორის ასევე იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ფონდის, ბიზნეს და სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ანსამბლი „ბათუმი", რომლის მიერ შესრულებულმა მელოდიებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics