10:29 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 12:50:56, 2279 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: უზენაესი ღირებულებაა თავისუფლება, ამის სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, გვჯერა ჩვენ და ამით განვაგრძობთ სვლას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს ქვეყნის დამოუკიდებლობის 26 წლისთავი მიულოცა.

პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს და ჯარს სიტყვით მიმართა.

"დღეს ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და  ჩვენი სახელმწიფო. პირველ რიგში მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, ჩვენ დევნილ მოსახლეობას, ჩვენ მოქალაქეებს ვინც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან, ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლირი იარაღით, რაც ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება. ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე. ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით. დღესვე მინდა დავადასტურო, რომ ის შეკვეთა რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს, შეკვეთა რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს იქნება წარმატებით მიღწეული. ქართული სახელმწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, როდესაც როგორც ევროკავშირი ასევე ნატო, გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ნება, ააშენოს ძლიერი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო რომელიც ჩვენს კულტურას და საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენ პოლიტიკურ მრავალფეროვანებას და შექმნიდა ერთიან პოლიტიკურ პროცესს. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების არსზე და თავისუფლების ღირებულებაზეც ისაუბრა.

"ჩვენ შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია. მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალი არის ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი არის თავისუფალი. საიდან იწყება თავისუფლება - თავისუფლება არის ძნელად მოსაპოვებელი, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში შენი თანამოქალაქის, საქართველოს სხვა მოქალაქის უფლებების აღიარებაშია. გეუბნებით, რომ არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავუსუფლებას არ აღიარებს. ამიტომ იმათ ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე დღეს ვის მოუგეთ ან ვისზე უფრო ძლიერები ხართ, იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება ძლიერი, ერთიანი ერი, ასე შეუქმნიათ საქართველო ჩვენ წინაპრებს. როგორც მრავალხმოვანება ქართული სიმღერის, აერთიანებს თავის თავში მრავალ სხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ქმნის ისევე თითოეული საქართველოს მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ერთიან ჰარმონიაში. ჩვენი ერის განვითარებისა და უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული. ჩვენს ცოტა ხნის ისტორიასაც, რომ გადავხედოით დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა - ჩავრეცხოთ, განვდევნოთ, არ გვინდა, იმდენჯერ ეს ძალიან ცუდად დაგვბრუნებია. ამიტომ უზენაესი ღურებულება თითოეული მოქალაქისთვის არის თავისუფლება. ამის სჯეროდან ჩვენ წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ამით განვაგრძობთ სვლას მომავალში. პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალიც ასეთ ფრაზაში: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი". დღეს როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა, დიდება მათ სულებს და სამარადისო ხსოვნა. გილოცავთ და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლო - საქართველოს!", - მიმართა ქვეყნის პირველმა მთავარსარდალმა სრულიად საქართველოს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics