2017-05-26 11:56:02, 2126 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი: ბევრი რამე ვისწავლეთ ნატო-სგან, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ
„ჩვენ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სესიაშვილი მიესალმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მადლობა გადაუხადა: მან ასევე ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა. „მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ ნატო-სგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატო-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ, ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა”,-განაცხადა სესიაშვილმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენს მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების დაანონსებულ ზეიმზე მოსვლა?
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|