21:38 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 18:12:56, 2101 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, მიჯნურობის ხეივანში, ქორწინების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26მაისს - რუსთაველის გამზირზე „მიჯნურობის ხეივანში“ ქორწინების რეგისტრაცია გაიმართა.

დაქორწინებულ წყვილს - სალომე სოხაძესა და ალექსანდრე გვასალიას- საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ქორწინების მოწმობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა.

 ქორწინების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია:  „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“; მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!; ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26წლისთავისაზეიმოდ აღინიშნა და წელს დაგეგმილი ყველა ღონისძიება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ანალოგიური სპეციალური მოწმობები გასულ წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზეც

გაიცა. 26 მაისს დაბადებული ახალშობილებისთვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და მზად და დაბადების მოწმობები, რომელთა ყდაზე დატანილია

შემდეგი ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ასეთი მოწმობები საქართველოს მასშტაბით 26 მაისს დაბადებული 127 ახალშობილის მშობლებს გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ქორწინებისა და დაბადების მოწმობების განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics