21:50 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 22:44:04, 861 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 მაისის ანონსი

26 მაისს, 09:00 საათიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კულტურის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე სპეციალურ პროგრამას წარადგენს, რომელიც შოთა რუსთაველის თემატიკას ეღვნება - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. 

26 მაისს, 09:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მედიისთვის კომენტარს გააკეთებს. მისამართი: თბილისის კლასიკური გიმნაზია​

26 მისს, 11:00 საათზე, გლდანის ცენტრში „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. 

26 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში (თამარ მეფის დარბაზი, A კორპუსი, 0 სართული) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, დევიდ ჰობსი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ქართული და უცხოური მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

26 მაისს, 11:00 საათზე, რუსთაველის თეატრის წინ პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსნის“ ფარგლებში, მხატვარ ქეთევან მატაბელის მიერ შექმნილი წიგნი განთავსდება, რომლის დროსაც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის სტრიქონებს მთავრობის წევრებიც გადაწერენ.

26 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ”ექსპო ჯორჯიას” მე11- პავილიონში, Palitra L-ის ორგანიზებით, „ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება: წარმდგენები: გივი ჯავაშვილი და გურამ კიკნაძე - პავილიონის მთავარი სცენა. 

26 მაისს, 12:00 საათზე, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება

26 მაისს, 13:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ახალაიას კერძო კოლექციაში დაცული უნიკალური გამოცემები.

26 მაისს, 13:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად განთავსებულ სცენაზე კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: დავით ევგენიძის ბენდი; სოლისტები: ელენე კალანდაძე და გიორგი მახარაშვილი; „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებისა და „ანბანთქების“ მიხედვით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მხატვრულ-მუსიკალურ პერფორმანსს; ანსამბლი „რუსთავი“.

26 მაისს, 14.00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს “საქაერონავიგაციის” ორგანიზებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი, დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონული ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეი საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

26 მაისს, 14:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ქ. გორში, ჭავჭავაძის გამზირზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებლობის წესებზე სიმულაციურ დადგმას მოინახულებს და გორის მცხოვრებლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. 

26 მაისს, 14.00 საათზე,  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა სასტუმრო "რედისონში"  საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

26 მაისს, 15:00 საათზე მცხეთის ცენტრალურ მოედანზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics