00:22 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:58:45, 2130 ნახვა

ეკონომიკა
პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.

სამინისტროს ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტს  ინფორმაცია მიაწოდეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს და ჩეხურმა მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

ჩეხური მხარე მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭებას. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს, როგორც აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში.

სხდომის დასასრულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხელი მოეწერა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics