18:26 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 10:50:11, 2228 ნახვა

მსოფლიო
მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის მამა ლიბიაში დააკავეს

მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის  სალმან აბედის მამა, დააკავეს, - ამის შესახებ BLOOMBERG იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 52 წლის რამადან აბადი ლიბიის დედაქალაქში აიყვანეს.

როგორც მედია წერს, მისი დაპატიმრების ოპერაციაში ათეულობით სამხედრო მონაწილეობდა. ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც მან შვილის უდანაშაულობაზე ისაუბრა. 

დაკავებულია თვითმკვლელი ტერორისტის უმცროსი ძმა, 20 წლის ჰაშემ აბადიც, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებენ. 

BLOOMBERG-ის ცნობით, მანჩესტერში დააკავეს ბოროტმოქმედის უფროსი ძმა ისმაილი და ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი კიდევ 4 ადამიანი. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე - კანონის მეორე მოსმენაზე საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics