14:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 22:23:03, 790 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 მაისის ანონსი

09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოს სახალხო დამცველი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ერთობლივად გამართავენ კონფერენციას „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში“. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
მის: ვარდების რევოლუციის მოედანი, დარბაზი #2
საკონტაქტო პირები: ანი თამაზაშვილი - 595033232, ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ. #7

10:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რეგიონულ ენერგეტიკულ სამიტს გახსნის, რომელიც ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს და იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის EU4ENERGY-ის მხარდაჭერით.
მის: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N14

10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიწის გაყიდვის თემა კონსტიტუციაში – რა ფორმით გაკეთდება საკონსტიტუციო ჩანაწერი; საჭიროა თუ არა რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და პარლამენტში განსახილველად შედის; ქართული პროდუქციის ექსპორტი და ჩინური ბაზარი; მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია – მოვერგოთ ციფრულ ეკონომიკას.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვინ ლობირებს გიორგი პაპუაშვილს ევროსასამართლოს მოსამართლედ წარდგენის პროცესში და არსებობს თუ არა ხელისუფლებასთან ფარული გარიგების შედეგად მისი ევროსასამართლოში მოსამართლედ წარდგენის გადაწყვეტილება, რა ხდება სამთავრობო კომისიაში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2/ საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პარლამენტმა „ხმაურის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა დაიწყო. რა რეგულაციებსა და სანქციებს ითვალისწინებს თედო კობახიძის ინიციატივა „ხმაურის შესახებ“ და როდის ამოქმედდება სანქციები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 / საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას დევნის გადახედვის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება.
მის: გრ. რობაქიძის გამზ. #7ა
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202

12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერები, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის სახელზე დოკუმენტს შეიტანენ, რომელსაც ხელს 9 ოპოზიციური პარტია აწერს.
მის: ჩიტაძის ქ. #4 / საკონტაქტო ტელ.: 551662525

12:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე შშმ პირთა დასაქმების ფორუმს გახსნის. ფორუმში 25 კომპანია და 100-მდე შშმპ მონაწილეობს.

12:00 საათზე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Holiday Inn-ში, GIPA-ს კონფერენციას "მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ ევროპელი" დაესწრება.

12:00 საათზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ”ბავშვთა სამყაროს” ხანძრისგან დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.

13:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII კორპუსში ”სტუდენტთა კლუბის” წევრი აზერბაიჯანელი სტუდენტების ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის.: ქეთევან წამებულის გამზ. #53, თსუ-ს VII კორპუსი, მეოთხე სართული. საკონტაქტო პირი თოზუ გულმამედოვა - 597-58-78-47

14:00 სააათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროფკავშირებში "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში, კონსტიტუციაში არსებულ შრომით უფლებებზე შეხვედრას გამართავს.
მის.: ვაჟა ფშაველას გამზ. #1/43

14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სეოკ-ის წინააღმდეგ საქმის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეზე მოსარჩელე მხარე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.

საკონტაქტო ტელ: 595 881 888

15:00 საათზე, პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები დასახელდებიან.
მის: ნინოშვილის ქ. #8, „ფაბრიკა“

 

16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ლევილის ქართული მამულის მართვის საბჭოს წევრის, ტიერი ბერიშვილის წიგნის „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1. თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

16:00 საათზე, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მესამე კონფერენცია გაიმართება, სადაც შეფუთული ცემენტის ანონიმური ტესტირების პირველადი შედეგები გამოვლინდება. კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
მის: კოსტავას ქ. #68ბ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, V სართული, სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

19:30 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“, თურქეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია “თურქეთის ავიახაზები“ თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრებიან თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ჰუსეინ შაჰინი დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დეპუტატებთან ერთად, „თურქეთის ავიახაზების“ რეგიონალური დირექტორი მუჰამედ ფათიჰ დურმაზი და სხვა მიწვეული პირები.

20:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ეგიდით  საქართველოში პროფესიონალური ბრძოლების ტურნირი ჩატარდება.
 საკონტაქტო ტელ: 574 444-804




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics