21:31 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 15:34:25, 2798 ნახვა

კულტურა
საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 -2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სტრატეგიული  მიმართულებებით.

დოკუმენტის მიხედვით,  მხარეები განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფენ  კომპეტენტური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი გულისხმობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან  იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოველმხრივი სტაბილურობა; ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები  იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში  მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები;

მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას;

მხარეები, ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.

ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე, მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების  კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში, უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა
გალანტი - ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს
ღაზას ჯანდაცვა - გასულ დღეს ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics