06:19 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 13:15:17, 2028 ნახვა

პოლიტიკა სამართალი საზოგადოება კომენტარი Lifestyle სხვადასხვა
თინა ხიდაშელი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტებზე შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.

როგორც ხიდაშელმა წერილში აღნიშნა, "შს უწყება უუნარო აღმოჩნდა კანონი აღესრულებინა და ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი თავიდან აეცილებინა".

ხიდაშელმა პირადი მითითებებიც გამოაქვეყნა:

"კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს.  
დანაშულის ფაქტის დადგენა სწორედ მას-მედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს. შესაბამისად უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება.

თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე, მანამდე ჩადენილი  დანაშაულის გამო დაკავება.
პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს ან უარყოფს. უკვე არსებული ინფორმაცია და გავრცელებული ცნობები, ფოტო-მასალა ადგილიდან და ინტერვიუები სოხუმსა და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რუსეთის ხელისუფლების, მსახიობების, ჟურნალისტების და ცნობილი სახეების სიასაც აქვეყნებს, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ.

"აღნიშნულ წერილში საიდუმლო არაფერია, ისევე, როგორც საიდუმლო არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატონი ლუჟკოვის ვოიაჟები, ქვემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო თქვენს უწყებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ბატონი ლუჟკოვის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაარკვია მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საკითხი. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გიგზავნით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცნობილი ადამიანის ერთი ოცეულის ვიზიტის შესახებ.

ოცეული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პერიოდულად სტუმრობს და გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკითა და მოქმედებით.
იმედია, მათი და მრავალი ასეული სხვა მსგავსი პირის ჩვენს საზღვრებთან გამოჩენამდე მიიღებთ შესაბამის ზომებს პრევენციისთვის.

ეს ადამიანები, და იური ლუჟკოვის მაგალითზე ეს საუკეთესოდ გამოჩნდა, არა მხოლოდ კანონდამრღვევები არიან, არამედ, რუსული რბილი ძალის ამოცანების საუკეთესო გამავრცელებლები", - მიმართა ხიდაშელმა შს მინისტრს. 

რუსეთის ხელისუფლების, მსახიობების, ჟურნალისტების და ცნობილი სახეების სია, ინც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics