15:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 19:49:49, 3219 ნახვა

საზოგადოება კულტურა
გიორგი კვირიკაშვილი მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის თეატრში დღეს მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს - „12 განრისხებული მამაკაცი" დაესწრო.

სპექტაკლში N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა.

„შეიძლება, ილაპარაკო თამამი სიტყვებით, ბევრი რამ თქვა, მაგრამ ძალიან მძიმე და დიდი ემოციებით დატვირთული სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა, რომ საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება, სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ. მინდა, პირველ ყოვლისა, ყველა მათგანს, ვინც დღეს სპექტაკლში მონაწილეობდა, ვუსურვო ოჯახებში მალე დაბრუნება და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სპექტაკლის რეჟისურა, ადაპტირებული სცენარი და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორი კი, გურამ ბრეგაძეა.

სპექტაკლს რუსთაველის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაყურებელთა რიგებში იმყოფებოდნენ სპექტაკლის მონაწილე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და 120-მდე მსჯავრდებული.

სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics