18:12 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 12:41:06, 3706 ნახვა

პოლიტიკა
ვინ არის მარინ ლე პენი? Qui est madame Le Pen?

პროფესიით იურისტი, ადვოკატი მარი ლე პენი საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერია. ადვოკატის პრაქტიკის დროს, იგი იცავდა არალეგალი მიგრანტების უფლებებს დღეს კი ლე პენი საფრანგეთის მთავარი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის ჩაკეტვით იმუქრება.

პოლიტიკაში მემკვიდრეობით მოვიდა, პარტიაში მამა ჟან მარი ლე პენი შეცვალა.  ჟან მარის პოლიტიკა და, მისი ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო, "ნაციონალური ფრონტი" აკრძალული იყო. და მაინც, როცა პარტია დაუშვეს, მარიეს ფრანგი ნაციონალისტები აღიქვამდნენ, როგორც რეფორმატორ პოლიტიკოს, თუმცა 2010 წელს ლიონში მიმდინარე მხარდამჭერებთან შეხვედრისას, მარიემ განაცხადა, რომ იგი ფაშისტური გერმანიის ოკუპაციას ადარებდა დღეს, როცა მუსლიმებმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინეს. მოგვიანებით, მარიემ ორგანიზაციას "მოძრაობა რაიზმის წინააღმდეგ" უჩივლა ფრანგი ხალხის უფლებების შელახვისთვის, თუმცა პროცესი წააგო.

ფრანგ ხალხს განსაკუთრებული ულტრანაციონალისტური დამოკიდებულებებით დაამახსოვრა თავი, მარი ლე პენის მამამ. ჟან-მარი ლე პენი 30 000 ევროთი დააჯარიმეს. ამის მიზეზი გახდა მისი განცხადება, რომ ნაცისტების გაზის კამერები მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დეტალი იყო. ხოლო კითხვაზე - „მილიონობით დაღუპულს“ შეიძლება თუ არა ეწოდოს „დეტალი“, მან აღნიშნა: „ეს არ არის მილიონობით დაღუპული. ეს არის გაზის კამერები. მე ვსაუბრობ კონკრეტულ რაღაცაზე. მე არ ვსაუბრობ დაღუპულთა რაოდენობაზე. მე ვისაუბრე სისტემაზე, იმაზე, რომ ეს იყო ომის ისტორიის დეტალი“. 
მსგავსი განცხადების გამო, ჟან-მარი ლე პენი 2012 წელსაც გაასამართლეს, მაშინ მან თქვა, რომ ნაცისტური ოკუპაცია „განსაკურებით არაჰუმანური არ ყოფილა“. 
საფრანგეთში „ჰოლოკოსტის“ ტრაგედიის უარყოფის წინააღმდეგ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს. „ეროვნული ფრონტის“ ყოფილმა ლიდერმა 2014 წელს „ჰოლოკოსტზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ებოლას ვირუსს შეუძლია ევროპის „იმიგრაციის პრობლემის“ მოგვარება. მსგავსი მოსაზრებების გამო, ჟან-მარი ლე პენი გასულ წელს მისმა შვილმა მარინ ლე პენმა პარტიიდან გარიცხა.

მარი ლე პანეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმიც,  ლე პენი აღიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ის დებს პირობას, რომ აუცილებლად ჩაატარებს რეფერენდუმს საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. გარდა ამისა ლე პენი რუსეთთან ურთიერთობას კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აპირებს და სანქციების გაუქმების მომხრეა.

ფრანგული საინფორმაციო პორტალის „მედიაპარტის“ ინფორმაციით, სექტემბერში ლეპენმა ჩეხურ-რუსული ბანკისგან 9 მილიონი ევრო მიიღო. პორტალის მონაცემებით თანხის ნაწილი 2 მილიონი ევრო პარტიის ანგარიშზე იყო გადარიცხული. ინფრომაცია „მედიაპარტს“ პარტიის პოლიტიკური ბიუროდან მიაწოდეს. გარიგების შუამავალი იყო ევროპარლამენტის წევრი ლე პენის პარტიიდან ჟან ლუკ შაფჰაუზერი. „მედიაპორტი“ აღნიშნავს, რომ ეს თანხა ლე პენის პარტიამ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე მიიღო. „მედიაპორტის“ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ჟურნალ „ნუველ ობსერვატერთან“ ინტერვიუში ლე პენმა განაცხადა, რომ მისი პარტია იძულებული იყო ფრანგული ბანკების უარის შემდეგ კრედიტის მისაღებად ამერიკული, ესპანური და რუსული ბანკებისთვის მიემართა. 

პარტია 1972 წელს ჟან მარი ლე პენმა, ამჟამინდელი ლიდერის მამამ ჩამოაყალიბა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პარტია მარგინალიზებული იყო საზოგადოებისგან. ამჟამად "ეროვნული ფრონტი" მხარს უჭერს ეკონომიკურ პროტექციონიზმს, დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას და ანტიიმიგრაციას. პარტია იმიგრაციას ქვეყნის ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, განსაკუთრებით კი მუსლიმანების იმიგრაციას აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics