18:48 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 19:45:49, 2591 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: გავიდა ის ვერსია, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო შემოთავაზებული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების ალტერნატიულ ვარიანტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხარი არ დაუჭირა. 

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გავიდა ვერსია რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო შემოტავაზებული. 

„ჩვენს ალტერნატიული ვარიანტებს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა - ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, არც მსჯელობა ყოფილა. ითქვა, რომ არ მოხდებოდა ამის გათვალისწინება და აქ დამთავრდა პროცესი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემებზე ვერსიებს. გავიდა ის ვერსია, რომელიც შემოთავაზებული იქნა მმართველი გუნდის მიერ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics