16:52 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 16:27:09, 2123 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მმართველო ძალა კონსტიტუციას თავის სასარგებლოდ არ ცვლის

საქართველოს პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მმართველო ძალა კონსტიტუციას თავის სასარგებლოდ არ ცვლის.

როგორც ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონსტიტუცია არ იქნება მმართველ გუნდზე მორგებული, „როგორც ეს აქამდე ხდებოდა“.

კომისიის თავმჯდომარემ წევრებს და საზოგადოებას კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები გააცნო.

„პირველად დაიგეგმა რეალურად ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესი, რომლის საფუძველზეც ძალიან ფართო წარმომადგენლობით შემუშავდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტი. ჩვენ გვქონდა 2 ძირითადი ამოცანა, ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, და მეორე ძალიან მყარი, დემოკრატიული კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება. ამ ორი მიზნის შესაბამისად მოქმედებდა თითოეული ჩვენგანი, როდესაც მუშაობდა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტზე. პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდება ის, რომ არა თუ საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს არ არგებს კონკრეტული ძალა საქართველოს კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი რეგულაციები, ახალი რედაქცია კონსტიტუციის, პირდაპირ ეწინააღმდეგება მმართველი ძალის სუბიექტურ ინტერესებს. ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელზეც არის დაფუძნებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. კონსტიტუციის ყველა თავს ფუნდამენტური ცვლილებები შეეხო. დოკუმენტი გასწორდა როგორც იურიდიული ტექნიკის, ისე კონცეპტუალურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დატოვა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ. მან მმართველ გუნდს ბოიკოტი გამოუცხადა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარემ დამსწრე წევრებს კენჭისყრის ტექნიკური დეტალები აუხსნა, ალტერნატიულ წინადადებებს განიხილავენ და კენჭისყრის პროცესზე გადავლენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics