11:34 - 24 Nov, 2017
2017-04-21 19:22:59, 343 ნახვა
ზურაბ პატარაძე ქედაში დასუფთავების აქციას შეუერთდა

პრემიერის ინიციატივას,რომლის თანახმადაც  საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების  აქცია გაიმართება, აჭარაც შეუერთდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით,  რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ტურისტების და სტუმრების მიერ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონახულებადი მახუნცეთის ჩანჩქერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

აქციის მიმდინარეობის დროს ზურაბ პატარაძე ჩანჩქერთან მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

დასუფთავების აქციაში გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები, არსებული დაწესებულებების წარმომადგენლები და მოსახლეობა ჩაერთო. დილიდანვე 60 სოფლის ცენტრებსა და უკანონო ნაგავსაყრელებს გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ. აქციაში ასევე ჩაერთვნენ საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი რკინის სანაგვე კონტეინერი დაიდგა. ურნები განთავსებულია ყველა სოფელში, ტურისტულ ობიექტზე, კერძო სექტორთან, ღვინის მარნებთან მისასვლელ მარშრუტებზე. საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა.

მუნიციპალიტეტს დღეიდან საკუთარი ნაგვის გადამზიდი მანქანაც ეყოლება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის ნაგავსაყრელზე წამოიღებს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

(NS)

 

 

 

 







სოციალური ქსელები
კომენტარები



კალაძე: 12-მა ოჯახმა მოგვმართა, რომლებიც დროებითი საცხოვრებელი ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი
Strana: მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ახალ წლამდე გააძევებენ
სული მეწვის- გარდაცვლილი სპეცრაზმელის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics