00:08 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 17:19:27, 3501 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - შეცვლის თუ არა ლევან იზორიას კობა კობალაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ აცნობა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კობა კობალაძე ცვლის.

„ექსპრესნიუსი“ კობა კობალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავდაცვის მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნა უარყო.

„აბსურდია, ჭორებზე ვისაუბროთ? წარმატებით ართმევს თავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს მოქმედ მინისტრს. არც შემოთავაზება  ყოფილა, რატომ უნდა იყოს შემოთავაზება?!“,-ამბობს კობა კობალაძე.

„ექსპრესნიუსმა“ გასულ წელსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადებოდა. კობალაძემ ეს ინფორმაცია მაშინაც უარყო და აღნიშნა, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. თუმცა, მალევე „ქართული ოცნების“ სიით, დეპუტატად იყარა კენჭი.

კობალაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურებში, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

რაც შეეხება კობა კობალაძეს, მან 1996 წელს დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი; 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1986-1987 წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics