23:40 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 17:02:17, 2255 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საფინანსო ჯგუფ „Barclays“ წარმომადგენელს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფის, „ბარკლეის" (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელს, ჩარლი ბერმანს შეხვდა. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც აღნიშნული გეგმის მიხედვით ხორციელდება და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ბიზნესის განვითარება-ხელშეწყობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის  ზრდისკენაა მიმართული.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოესი წლების განმავლობაში გეგმავს. აღინიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, არამედ ტურიზმსაც.

შეხვედრაზე „ბარკლეის" წარმომადგენელმა დიდი დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების, ისე უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ. მან არ გამორიცხა, რომ ჯგუფმა განიხილოს დამატებითი შესაძლებლობები საქართველოს ინვესტიციების განხორციელების თაობაზე.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლია.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics