16:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 16:51:44, 1953 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
  
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს.
 
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთერთ მნიშვნელოვან ქვეყანას  წარმოადგენს და იგი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელსაც  ძლიერი იდენტობა გააჩნია.
 
ვიქტორ ორბანმა დაადასტურა უნგრეთის ინტერესი და სურვილი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების და ვაჭრობის უფრო მეტად წახალისების მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც.
 
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, საქართველოზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე.
 
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად.
 
„ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ის ხედავს საქართველოს ერთიან, ევროპულ სივრცეში, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ევროპისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო -გეოპოლიტიკურ პარტნიორად", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარეს კი, უნგრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები წარმოადგენდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics