02:56 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 15:14:14, 2297 ნახვა

საზოგადოება
შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრი ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრი, ბოცმანი ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად კოორდინირებულად მუშაობს.

“19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი საქართველოს მოქალაქე,  ბოცმანი - ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კონტაქტზეა როგორც უკრაინისა და რუსეთის ზღვაზე ძებნა გადარჩენის სამსახურებთან, ასევე დაკარგული ლაშა ქაჯაიას ოჯახთან.

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია. სამძებრო სამუშაოები გრძელდება შემთხვევის რაიონში მცურავი გემების მიერ.

ცნობისთვის, ძებნა გადარჩენის  ოპერაციიების შედეგად გადარჩენილია 1 ეკიპაჟის წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქე და ერთი რუსეთის მოქალაქე”,- ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics