17:02 - 26 მაისი, 2017
2017-04-21 14:57:44, 446 ნახვა
ხაბაროვსკში ФСБ-ს შენობაზე თავდასხმა მოხდა - დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი

ხაბაროვსკში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უცნობი პირი შენობაში შეიჭრა და ორი ადამიანი მოკლა.

სამართალდამცველების ცნობით, თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 1 თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც მედია წერს, თავდამსხმელია ლიკვიდირებულია. მისი ვინაობა უკვე ცნობილია. არსებობს ვარაუდი, რომ თავდამსხმელი ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან იყო კავშირში.

შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები მუშაობენ.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ტერაქტი. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics