2017-04-21 14:55:24, 1038 ნახვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD III პროგრამის საკითხებზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცის (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ENPARD III პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ დახმარების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ENPARD III პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრომდე საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დახმარების შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.
(NS) |
![]() როგორ განვითარდა მოვლენები სომხეთში და ვინ არის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერი
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() კორეელმა მოსწავლემ ქართული სიმღერების კონკურსში გაიმარჯვა
![]() ბათუმში გაუჩინარებული 15 წლის გოგონა სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს
![]() ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან
არქივი 2009 წლიდან
|