22:37 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:25:31, 1988 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საკითხით დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება იქნება გაწეული.

„სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართავა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკის სპეციალურმა მისიამ შემოგვთავაზა ამ საკითხზე ტექნიკური დახმარების გამოყოფა და ჩვენ ამ შეთავაზებით აუცილებლად ვისარგებლებთ. შესაბამისად, გავაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე ფისკალური რისკების მართვის მიმართულებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„მსოფლიო ბანკი მოხარულია საქართველოს გაუწიოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ფისკალური რისკების მართვისა და  სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით. ივნისში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ორგანიზება გავუწიოთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფის მისიის ჩამოსვლას. ჩვენ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის კუთხით. ასე რომ, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხაზინას აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან", - აღნიშნა  მსოფლიო ბანკის ხაზინის  სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩოქსუნ ჩანგოზმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics