2017-04-21 13:35:40, 1919 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ორბანი უნგრეთის დელეგაციას: რუსეთთან კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით საქართველო როგორც სანდო და მდგრადი ქვეყანა
„უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა“, - ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, საქართველოში არსებული გარემო მათი ბიზნესაქტივობებისთვის ხელსაყრელია. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, უნგრელები, რეგულარულად ვიღებთ სიახლეებს საქართველოდან რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, რომ თქვენ გაგაჩნიათ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა.უნგრეთი მიესალმება საქართველოს ტერიტორიულ ინტეგრაციას.თუმცა, ადვილად შესამჩნევი გახლავთ,რომ ოპერირება ეკონომიკის არ არის დამოკიდებული ამ კონფლიქტზე. ასე რომ, გთხოვთ, უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტისა, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის ხელშემწყობი თქვენი ბიზნესაქტივობების. ეჭვი გამაჩნია, თუ რამდენად მოახერხებს მანძილის გამო, უნგრეთის დელეგაცია ხშირად ეწვიოს საქართველოს, მაგრამ არაა აუცილებელია ორი ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობდეს, მთავარია მათი მისწრაფებები იყოს ახლოს. საქართველო და უნგრეთი გახლავთ ძალიან ახლო ქვეყნები კულტურული თვალსაზრისითაც. ჩვენ, უნგრეთის წარმომადგენლებმა, შეგვიძლია ვიამაყოთ, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ვეცნობით და ბევრი საერთო კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს.როცა ვემზადებოდი ამ ვიზიტისთვის, დავაფიქსირე რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფაქტობრივად, ორივე ენაში ერთი დ იგივე. ესაა-ხიდი, თეფში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ენაც გარკვეულ დონეზე ემთხვევა ერთმანეთს “, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 439 970-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 439 190-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 438 160-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|