05:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:17:14, 1826 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

 „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს პლებისციტს სთავაზობს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

,,მინდა, გამოვეხმაურო სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისიის და საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ. ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს არის სრულიად პოლიტკური სპექტრი, ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას, ამიტომ აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა  ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს და მთავარ არბიტრს  ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს საქართველოს. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მე მას დავემორჩილები, ვაღიარებ და ხმას მივცემ შესაბამისად. იგივეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, ვინაიდან ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი გადაწყვეტილების წყარო არის ხალხი. მოვუწოდებ პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი, რომ იყოს არაერთი ადამიანის ან ერთი პოლტიკური ძალის პრემიერ მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება სურს თუ არა პრეზიდენტის არჩევა და როგორი უნდა იყოს პარლამენტი. მე შეგნებულად ვსაუბრობ პლებისციტზე და არა რეფერენდუმზე, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმი ინიშნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ოკუპაციის პირობებში ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. რაც მთავარია, ეს იქნება უმაღლესი განაჩენი და ქართველი ხალხის სიტყვა, რომელსაც დაემორჩიელბა თითოეული ჩვენგანი. თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, თუ რა სურს ქართველ ხალხს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics