13:16 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 12:51:06, 2128 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის მთავარი პროკურორი: პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის მთავარი პროკურორის ფრანსუა მოლინსის განცხადებით, გუშინ პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ France Press იუწყება.

როგორც მოლინსმა ჟურნალისტებს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზატორის ვინაობა არ სახელდება.

ამასთან, ფრანგული ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, თავდამსხმელი 39 წლის კარიმ ს.-ა.

გარდა ამისა, ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელმაც პარიზის ცენტრში გუშინ ტერაქტი მოაწყო, წარმოაშობით ფრანგია. 

"ისლამური სახელმწიფოს" ინფორმაციით კი, თავდამსხმელი დაჯგუფების "ბოევიკია" და წარმოშობით ბელგიელია.

აღნიშნული განცხადება ISIS-მ მასთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო AMAQ-ის მეშვეობით გაავრცელა. 

მათივე ინფორმაციით,  სწორედ კარიმ ს.-ს  სახელზე გამოწერილი მანქანის საბუთები თავდამსხმელის ავტომანქანაში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics