17:53 - 23 აპრილი, 2017
2017-04-03 22:47:54, 195 ნახვა
4 აპრილის სპეციალური ანონსი

4 აპრილს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

4 აპრილს, 10:30 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს შენობაში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ევროპოლის დირექტორი რობ უენრაითი „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მის: ნოე რამიშვილის ქ. N38

4 მარტს, 11:00 საათზე, მოძრაობა „თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ოფისში ზვიად ხორგუაშვილის ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: ინფლაციის ბოლო მაჩვენებელი.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24, თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

4 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის.
მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი №1

4 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი გაუძღვებიან.

4 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გორის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება და უწყებაში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს.
მის: გორი, სტალინის ქ.#16, მერიის შენობა 
საკონტაქტო პირი კობა ალხაზაშვილი - 599 88 38 11

4 აპრილს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 აპრილს, 13:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი 2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულების შესახებ ბრიფინგს გამართავს. 
მის: ვახტანგ გორგასლის ქ. # 16; მე-6 სართული საკონფერენციო დარბაზი 

4 აპრილს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 აპრილს, 15:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. 
მის.: გორი, ჭავჭავაძის ქ. #53

4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" 15 კვალიფიციური პარტიის საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია

4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალიბ რიფაის შეხვდება.

4 აპრილს, 17:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 აპრილს, 18:00 საათზე, "თიბისი არტ გალერეაში" ცნობილი ქართველი მხატვრის უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. 
მის: მარჯანიშვილის #7, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისი, "თიბისი არტ გალერეა", მე-2 სართული

4 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახლად შექმნილი კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის Georgia Modern პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics