08:53 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:47:27, 3326 ნახვა

კულტურა
ზურაბ პატარაძემ ხულოში ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა

ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში ზურაბ პატარაძე სოფელ ოქრუაშვილებს ესტუმრა, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კულტურის სახლში შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის მასშტაბით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებსაც გამოეხმაურა.ზურაბ პატარაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ აჭარის მოსახლეობას ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან დღეს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ულოცავს.

„საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკისადა დაუღალავი შრომის შედეგია. უახლოეს მომავალში საქართველოსთვის გაიხსნება 500 მილიონიანი  ევროპული ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენიპროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდას,"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ოქრუაშვილების კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე, კურორტ „გოდერძის" განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტზეც ესაუბრა.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე დააჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ხულო მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვასა დამომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სერვისის სფეროში დაგეგმილი გადამზადების უფასოკურსების ძირითადი ნაწილი სწორედ მთიანი აჭარისაკენაა მიმართული. გადამზადების კურსები მაღალმთიან სოფლებში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics