05:08 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 10:36:13, 1472 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონის დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის რეგიონის დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, სასტუმრო და გამაჯანსაღებელ კომპლექს „Castello mare”-ს და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღა“ს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ, „Castello mare”-ს სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის ხემძღვანელმა ვლადიმერ კუვშინოვმა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მოაწერეს.

ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს, აჭარის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული კი მიიღწევა კერძო სექტორის, საჯარო ორგანიზაციებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებს შორის რეგულარული, ინტერაქტიული თანამშრომლობით. კოორდინირებულმა სამოქმედო გეგმამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ყველა ფენის პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის საჭირო თანაბარი პირობების შექმნა, მათი დასაქმების ან თვითდასაქმების პერსპექტივით.

დასაქმების სააგენტო ,,პროფესიული გადამზადების’’ ქვეპროგრამის ბიზნესის მოთხოვნებზე მაქსიმალურად ადაპტირებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულების შემუშავების მიზნით, სისტემატურად ზრუნავს კოორდინირებულად ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და სასტუმრო „Castello mare” ქვეპროგრამით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაზე კოორდინირებულად იზრუნებენ.

შეთანხმების თანახმად, სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „Castello mare” იღებს ვალდებულებას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართათვის უზრუნველყოს საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა სასტუმრო საქმის სპეციალისტის, მზარეულის, კონდიტერისა და ბარმენის პროფესიებში.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics