14:14 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 16:00:28, 3507 ნახვა

კულტურა
Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99% 3 საათში გაიყიდა

ამერიკული როკჯგუფის, Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99%  უკვე გაყიდული იყო.

Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.

ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.

Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, ყველა დროის საუკეთესო ჯგუფს Aerosmith-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული  ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება. 

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციები ჩაერთვებიან
სააკაშვილი - საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!
„თიბისი ბიზნესმა“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა
თალაკვაძე ელისაშვილზე - ჭკუას ვერ დავარიგებ, მაგრამ ვურჩევ - ბოდიშის მოხდაა საჭირო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics