ვერა ქობალია ბიოგრაფიის გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ბიოგრაფიის გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ჟურნალისტებს კანადური გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქობალიამ განუცხადა, იგი კანადურ ტელეკომპანია ,,გლობალ-თივიში” ნამდვილად მუშაობდა.
მინისტრის თქმით, რუსეთის ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს სურთ საქართველოს ეკონომიკა არ გაძლიერდეს., რის გამოც ცდილობენ დეზინფორმაციის და ჭორების გავრცელებით მას და სხვა თანამდებობის პირებს საქმიანობაში ხელი შეუშალონ.
,,არაკეთილმსურველებს თუ ჰგონიათ, რომ ამ გზით რამე გამოუვათ, ძალიან ცდებიან’’, – აღნიშნა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ კანადური გაზეთი თჰე Vანცოუვერ შუნ ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა, რადგან ქობალია კანადური ტელეკომპანია Gლობალ თV-ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა.



















