This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

ე.წ უდო-ს მიერ შეწყალებული 12 პატიმრიდან ერთი პატიმარი სასჯელის ნაწილს მონასტერში მოიხდის


პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდო-ს კომისიის თავჯდომარის გიორგი მაკასარაშვილის განცხადებით, შეწყალებული 12 პატიმრიდან ერთი პატიმარი სასჯელის ნაწილს მონასტერში მოიხდის.

როგორც ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მაკასარაშვილმა განაცხადა, დღეიდან ასევე ორი პატიმარი მოკლევადინი შვებულებით ისარგებლბს.

,,დღეიდან 2 მსჯავრდებული მოკლევადიანი შვებულებით ისარგებლებს, ჩვენ ყველას შევუწყობთ ხელს და მივცემთ საშუალებას ამ მოკლევადიანი შვებულებებით ისარგებლონ”, – განაცხადა მაკასარშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომისიამ დღეს 159 მსაჯვრდებულიდან რეკომედაცია 12 პატიმარს გაუწია. კომისიის დასულების შემდეგ, წევრები მსჯავრდებულთა გათავისუფლების წარდგინებით სასამართლოს მიმართვენ. იმ მსჯავრდებულებს კი, რომელთა განცხადებებიც ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა, შესაძლებლობა ექნებათ კომისიას 6 თვეში კვლავ მიმართონ.

1 კომეტარი

  1. თაკო says:

    გამარჯობა!
    29 ივლისს განხილულ სიაში ვინც მოხვდა, როდისთვის გმოუშვებენ? 31–ში თუ აგვისტოში?
    თუ შეგიძლიათ რომ დააზუსტოთ.
    გმადლობთ!

მოათავსეთ კომენტარი