,,უდოს’’ კომისიამ 159 მსჯავრდებულიდან რეკომენდაცია 12 პატიმარს გაუწია

პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ ,,უდო’’-ს კომისიამ 159 მსჯავრდებულიდან რეკომენდაცია 12 პატიმარს გაუწია.
როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა ეკა ხერხეულიძემ განუცხადა, რეკომენდაცია ქალებსა და არასრულწლოვნებს არ შეხებიათ.
მისი თქმით, კომისიამ საქმეების სირთულიდან გამომდინარე ჩავთვალა რომ რეკომენდაციები ქალებსა და არასრულწლოვნებს არ მიეღოთ.
შაქმეების განხილვის შემდეგ კომისიის წევრები მსჯავრდებულთა გათავისუფლების წარდგინებით სასამართლოს მიმართვენ.
იმ მსჯავრდებულებს, რომელთა განცხადებებიც ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა, შესაძლებლობა ექნებათ კომისიას 6 თვეში კვლავ მიმართონ.


















