This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

არასამთავროები მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ ზანგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ბოდიში მოიხადოს


არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ 27 ივლისს, მებაჟეებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს რეპუტაციის შესანარჩუნებლად ბოდიში მოიხადოს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენელებმა ირაკლი კაკაბაძემ და უჩა ნანუაშვილმა ბოლო დროს საქართველოში გამოვლენილი რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის ფაქტებზე ისაუბრეს.

კაკაბაძის თქმით, ცივილიზებულ ქვეყანაში არაა მიზანშეწონილი რასისტული სიტყვების ხმარება, სწორედ ამიტომ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს საკუთარ სიტყვებზე ქართველი შავკანიანი მოსახლეობის წინაშე.

როგორც ,,ექსპერსნიუსს’’ კაკაბაძემ განუცხადა, რომ თუ პრეზიდენტი დღის ბოლომდე ბოდიშს არ მოიხდის არასამთავროები ადამიანის უფლებათა დამცველებთან ერთად საპროტესტო აქციებს გამართავენ.

,,პრეზიდენტმა 27 ივლისს მებაჟეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ჩვენ ზანგები ვართ თუ რატომ ვიქცევით ველურებივით, ამიხსენით. ამ ფრაზით საქართველოს პრეზიდენტმა შეარცხვინა მსოფლიოში საქართველო”, – განაცხადა კაკაბაძემ.

1 კომეტარი

  1. ჯაბა says:

    აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭჯხჰ – ჰმ, სიტყვათა რა გუნდი გინდა, რომ არ გამოითქმოდეს ამ მრავალმტრიანი, დალოცვილი ბგერებით. ბოდიშის მოხდა ვაჟკაცთ თვისება რომაა იცის ეს ყველამ და მანაც იცის. ამიტომ ნუ ჩავბჟირდებით.რაც მეტს ვიყვირებთ, მეტნი გაიგებს. ჩუუ, გამჩუმდით ყველა, გაჩუმდით. ,,ჭირსა შიგან………”–ო, რად არ იხსენებთ?! (რომელს არ წამოგცდენიათ? – ესეც გაიხსენეთ და ნუ კადრულობთ აჟიოტაჟს. მიხედავს თვითონ)

მოათავსეთ კომენტარი