სუბელიანმა მაჟორიტარებსა და გამგებელს დევნილებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა მაჟორიტარებსა და გამგებელს ისანი–სამგორის რაიონში განსახლებულ დევნილებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.
ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს მაჟორიტარების სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სად რა გაკეთდა დევნილებისთვის, რომელი ობიექტები დაკანონდა, სად მოხდა რეაბილიტაცია, გადახურვა და რა საკითხები რჩება მოსაგვარებელი.
ისანი–სამგორის რაიონის გამგებელის თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ყოფა–ცხოვრებას ეხება.


















