ქართველმა მესაზღვრეებმა უკარინის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

ქართველმა მესაზღვრეებმა უკარინის დროშის ქვეშ მცურავი გემი და გემის 12 ეკიპაჟი დააკავეს.
მშრალი ტვირთმზიდვის კაპიტანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში ნაოსნობის წესების დარღვევას ედავებიან.
ხორბლით ტვირთით დატვირთული გემი ,,აკორდი’’ ფონით მე-12 ნავის სადგომზე დგას.
სისხლის სამართლის საქმეს სასაზღვრო პოლიციეს საგამოძიებო სამმართველო იძიებს.
დაკავებული 12 ეკიპაჟიდან 11 უკრაინის მოქალაქეა, ხოლო ერთი რუსეთის.
ამასთან, არ არის გამორიცხული გემი მფლობელს ჩამოართვან და აუქციონზე გაიყიდოს.


















