,,ქრისტიან-დემოკრატები’’ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთის შეღავათების დაწესებას მოითხოვენ

,,ქრისტიან-დემოკრატები’’ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთის შეღავათების დაწესებას მოითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა,
2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ რამდენიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს წამოაყენებენ.
სამუშიას თქმით, მოძრაობას სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ხუთ პუნქტიანი პაკეტი აქვს მომზადებული, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის გარკვეულ შეღავათებს უკავშირდება.
კერძოდ, კომუნალური გადასახადებზე შეღავათების დაწესებას, მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფასა და საბინაო ფონდის შექმნას.
`სახელმწიფო ორგანოებში მყოფნა ყველა მაღალჩინოსანმა კარგად უნდა მოიჭირონ ქამრები და მეტი ყურადღება გადაიტანონ მრავალშვილიან ოჯახებზე და დედებზე, რომლებიც საერო საქმეს აკეთებენ. სოციალურმა აგენტებმა ქულები სამართლიანად უნდა დაადგინონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური ქილათა რაოდენობა 70 000 ნაცვლად უნდა იყოს 100 000 150 000-მდე’’, – განაცხადა სამუშიამ.


















