This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

საგარეო უწყებაში,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების’’ პარაფირება მოხდება


საგარეო უწყებაში დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების’’ პარაფირება მოხდება.

ქართული მხრიდან დოკუმენტის პარაფირებას მოახდენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების მიზანი იყო მომხმარებელთა დაცვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახელწოდებების და მათი გეოგრაფიული წარმომავლობის გაყალბებისაგან.

პირველ ეტაპზე ევროკავშირში დაცული იქნება საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება, ესენია, ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ევროკავშირში დაახლოებით 3000 პროდუქტია რეგისტრირებული.

მოათავსეთ კომენტარი