სოფო ნიჟარაძე 2 აგვისტოს იერუსალიმის შვიდ დღიან საერთაშორისო ფესტივალს სიმღერით, „შაინ“ ებრაულ ენაზე გახსნის

ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე 2 აგვისტოს იერუსალიმის შვიდ დღიან საერთაშორისო ფესტივალს სიმღერით, „შაინ“ ებრაულ ენაზე გახსნის.
ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განუცხადა.
მოშეს ინფორმაცით, საერთაშორისო ფესტივალზე „ხუცოთ აიოცერ” მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის წამყვანი მომღერლები და ასევე, 40 ქვეყნის წარმომადგენელი.
ღონისძიებას დაესწრება 150 ათასი ვიზიტორი ისრაელიდან.
მოშეს შეფასებით, საქართველოსთვის პატივსაცემი ადგილი, რომ ქართველმა მომღერალმა გახსნას ფესტივალი გამომდინარეა ნიჟარაძის ტალანტისა და განსაკუთრებული სამუშაო ურთიერთობის, „საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატსა“ და „იერუსალიმის მერიას“ შორის.
,,ბოლო 20 წლის განმავლობაში, სოფიას მოწვევა ასეთი დონის ფესტივალის გასახსნელად წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს’’, – აღნიშნა მოშემ.
ამასთან, საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის ინფორმაციით, სექტემბერში ჩატარდება კულტურული ღონისძიებები თბილისში, „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში, სადაც მოხდება 20 წლის ურთიერთობების დასკვნა ყველა ასპექტში.
ასევე, მოშეს განმარტებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ორი ბიზნეს ფორუმი ჩატარდება, რათა 2011 წელს აღორძინდეს პოსტ-კრიზისული აქტივობა საქართველოში.
მოშეს თქმით, მომავალ წელს ბიზნეს პალატა გეგმავს ფიროსმანის გამოფენას ისრაელში.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წარმატებულმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ინგლისურ ენოვანი სიმღერა ,,შაინ’’ 2010 წლის ,,ევროვიზიის’’ ფესტივალზე შეასრულა.


















