05:45 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 19:06:14, 1115 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გასაზიარებლად, სამუშაო შეხვედრა იმართება

ევროპულ და ევროატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სამუშაო შეხვედრა „საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში“ გახსნა. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტ თბილისი“, „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი“-ს (International Visegrad Fund) მხარდაჭერით „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG“ მიერ იმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოსა და მოლდოვაში ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული ხარჯების, სარგებლის სიღრმისეული გააზრებისა და ხელშეკრულების პირობების დროული შესრულების ხელშეწყობის მიზნით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. 
სამუშაო შეხვედრაში საქართველოდან, მოლდოვიდან და ვიშეგრადის ქვეყნებიდან  მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპერტები და პრაქტიკოსები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები (EBRD, EIB, WB, IFC, EU და სხვ.) მონაწილეობენ. 
დავით ბაქრაძემ სამუშაო შეხვედრის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა ვიშეგრადის ქვეყნების მიერ  გამოცდილების გაზიარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიმართულებით. 
სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობაზე ისაუბრა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო სექტორთან მუდმივ კოორდინაციას გაუსვა ხაზი. ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა საზოგადოებასა და კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობას ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სარგებლის შესახებ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics