19:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 20:13:41, 1445 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძემ და იუნკერმა ახალი ფორმატის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის განსაკუთრებული ეტაპის დასაწყისად შეაფასეს

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში ახალი და გამონაკლისის სახით  შექმნილი ფორმატი დამატებით სტიმულს მისცემს ურთიერთობებს და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაჩინო და წარმატებულ მაგალითს მთელს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე აღინიშნა. 

ყურადღება გამახვილდა იმ ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელება კონკრეტულ სარგებელს მოუტანს საქართველოს და სხვადასხვა დარგში მას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დააახლოებს. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი ფორმატი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის პროცესში, რაც სექტორული  ინტეგრაციის შესაძლებლობების იდენტიფიკაციას გულისხმობს. 

პრეზიდენტ იუნკერის შეფასებით, ახალი ფორმატის ამოქმედებით საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ეტაპი იწყება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპისთვის ჩვენი ქვეყნის მომზადებას ისახავს მიზნად.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ რეფორმებს. 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics