2018-06-25 11:27:15, 711 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მძღოლების მიერ კონდენციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მძღოლების მიერ კონდენციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კონდენციონერი ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში მუშაობს. „გაცნობებთ, რომ დღეიდან, 25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაიცა განკარგულება მიკროავტობუსებში კონდენცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340; ასევე, გაცნობებთ, რომ კონდენცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: , ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|