09:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 13:07:26, 1903 ნახვა

კომენტარი
ირაკლი მამალაძე: მივმართავ საპატრიარქოს, დეკანოზ გიორგი მამალაძის სექსუალური ტიპის დანაშაული გამოიკვლიოს (ვიდეო)

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმეს, ირაკლი მამალაძეს პროკურატურასთან და საპარტიარქოსთან კითხვები აქვს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კითხვები საპატრიარქოს დაცვის ყოფილ წევრ ტარას შავშიშვილს, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს უკავშირდება.

„პირველი სად გაქრა "უდანაშაულო" სოსო ოხანაშვილი? მეორე რა უნდოდა პედოფილიაში ბრალდებულ ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში? ეს ადამიანი 53-ე სკოლიდან გამოაძევეს რადგან პატარა გოგოებს დასდევდა და მესამე, მივმართავ საპატრიარქოს რატომ არ არის შესწავლილი და მოკვლეული მამა გიორგის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც ის ეწეოდა მღვდელმსახურებას და რომელიც არის ასევე შემჩნეული ძალიან მძიმე სახის სექსუალურ დანაშაულში, ამის გამო მას მანქანა დაუწვეს, დღეს კი ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი სჭირდებოდა ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა მამალაძემ.

მამალაძეს ასევე აინტერესებს, რატომ მუაობდა მამა გიორგი ორ საკვანძო თანამდებობაზე და რა დამსახურებისთვის ჩამოკიდეს მას ორი ჯვარი.

"ის იყო ქონების მართვის სამსახურის უფროსი და საპატრიარქოს კლინიკის  ხელმძღვანლად დანიშნეს. ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს და ასევე იმაზე თუ სადაა ეს "ნათელი" სამი პიროვნება დღეს?",- აღნიშნა მამალაძემ.

ირაკლი მამალაძემ ასევე ისაუბრა, გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გასული სიუჟეტის შესახებ.

"ნუთუ ამ ტელეკომპანიამ, სიუჟეტის მომზადების დროს, ვერ იპოვა ვერცერთი ოქრომჭედელი, რომელიც იტყვის, რომ  დიახ, მე ციანიდს გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში. არამგონია, რომელიმე ოქრომჭედელს ციანიდი სჭირდებოდეს საქორწინო ბეჭდის დასამზადებლად, რუსთავი 2-ის სიუჟეტიდან ყოველთვის ჩანს, რომ თითქოს მამა გიორგი არის ფრთიანი ანგელოზი და მას ციანიდი სჭირდებოდა კეთილი საქმიანობისთვის",- განაცხადა ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ.

 

სალომე უბირია








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics